ფეხბურთი

20:45 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მენოტი: „მესი 18 წლის აღარ არის, მაგრამ არც 50-საა“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა სესარ ლუის მენოტიმ, ჟურნალისტებს ლეო მესის დღევანდელ მდგომარეობაზე გაუზიარა თავისი აზრი.

„მესი ჯერაც კარიერის პიკზეა. „ბარსელონას“ ისტორიისთვის მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრეზიდენტ ბარტომეუს.

არ მგონია, პრობლემა ვერ მოაგვარონ. ლეო კონტრაქტზე არ ფიქრობს, როცა სათამაშოდ გადის მინდორზე. მინდორზე ის ისევ „ჩვენი ეზოს ბიჭად“ რჩება. ამიტომ, არ მგონია, რომ პრობლემა ფულში იყოს.

ცხადია, რომ მწვრთნელი სეტიენი ჯერაც ვერ გაერკვა გუნდში. მაგრამ მესი ძველებურად ისევ მესია. მართალია, ის 18 წლის აღარ არის, მაგრამ არ 50-საა. მას კიდევ ბევრი დრო აქვს წინ.

სასაცილოა, როცა მესმის - მესის არგენტინის ნაკრებისთვის სარგებელი არ მოაქვსო. ის რომ არ ყოფილიყო, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერც გავიდოდით.“ - ციტირებს მენოტის სიტყვებს TyC Sports.

0.15089