ფეხბურთი

19:35 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

11 წლის შემდეგ მესის ყველაზე დაბალშედეგიანი სეზონი აქვს

კატალონიის „ბარსელონას“ წარუმატებელი სეზონი აქვს და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ლიონელ მესიმ პირველად ბოლო ათწლეულში სეზონში 40 გოლი ვერ გაიტანოს.

ამჟამად, ლეოს ლა ლიგის 28 შეხვედრაში 22 გოლი აქვს მითვლილი, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით 37 მატჩში თავი 27-ჯერ გამოიჩინა. 40 გოლამდე არც ისე ბევრია, მაგრამ სეზონის ბოლმდე მატჩების რაოდენობაც ცოტაა.

ლა ლიგაში 5 თამაშია დარჩენილი და ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით ერთი (მაქსიმუმ 4 შეიძლება გამოდგეს). გამოდის, რომ სამხრეთ ამერიკელს უკეთეს შემთხვევაში 9, ხოლო უარეს შემთხვევაში 6 მატჩში 13 გოლი აქვს გასატანი.

ბოლო შემთხვევა, როდესაც მესიმ სეზონში 40 გოლი ვერ გაიტანა, 2008-2009 წლებით თარიღდება. მაშინ არგენტინელმა მეტოქეები 38-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134917