ფეხბურთი

11:09 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ" - ცეცაძის მეორე ფრე უკრაინაში

უკრაინულმა „ლვოვმა“ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ იგივე შედეგი დაფიქსირდა - ფრე. „ლვოვი“ პოლტავას „ვორსკლას“ დაუზავდა (2:2), არადა 89-ე წუთამდე ამარცხებდა.

საინტერესოა, რომ პოლტაველებმა ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშეს, ცეცაძემ ამის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„მინდა მეტოქე შევაფასო: ახალგაზრდებმა ითამაშეს და ნათელია, რომ უკრაინას საფეხბურთო მომავალი აქვს. ეს იყო მეორე თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.

მეტოქის შეუფასებლობა? არა, ასე არ ვფიქრობ. გავაანალიზებთ ამ თამაშს, რის შედეგადაც უფრო კონკრეტულად შეგვეძლება კითხვაზე პასუხის გაცემა. ფეხბურთი გუნდური თამაშია - თუ რამე კარგი მოხდება, გუნდის დამსახურებაა, თუ რაღაც არ იმუშავებს, გუნდის დამსახურებაა, მათ შორის რა თქმა უნდა, ჩემიც“, - თქვა ცეცაძემ.

აქვე გეტყვით, რომ გია ცეცაძის თავკაცობით „ლვოვი“ „ვორსკლამდე“ „კარპატის“ დაუზავდა (1:1). მომდევნო მატჩის კი 11 ივლისს, „დნიპრო 1“-ის წინააღმდეგ ჩაატარებს. სატურნირო ცხრილში ლვოველები 24 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან.

0.112928