ფეხბურთი

22:50 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარტინელიმ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრების წევრმა გაბრიელ მარტინელიმ ლონდონის "არსენალთან" ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაცია "მეთოფეთა" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალებს არ იუწყება.

გაბრიელი "არსენალმა" გასულ წელს ბრაზილიური "იტუანოდან" 6.7 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში 19 წლის მარტინელიმ 26 შეხვედრაში ათი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება ინგლისში გადასვლის შემდეგ 20 მილიონით გაიზარდა და 25 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115487