ფეხბურთი

21:38 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "საფრანგეთი იტალიის კონკურენტი არაა, შედარება შეუძლებელია"

იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ნაკრები იტალიის კონკურენტი არაა. 2006 წლის მსოფლიო ჩემიონმა L’Equipe-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ „სკუადრა აძურას“ კონკურენტები შეიძლება იყვნენ ბრაზილია და გერმანია, მაგრამ არა საფრანგეთი.

„საფრანგეთთან რომელი კონკურენცია გვაქვს?! შეუძლებელია შედარება. ჩვენ მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი ოთხჯერ და ექვსჯერ ფინალში ვითამაშეთ.კონკურენცია ალბათ არსებობს გერმანიასა და ბრაზილიასთან. თქვენ ამბობთ, რომ თქვენი შედეგი ბოლო 25 წელიწადში უკეთესია, მაგრამ სიტუაციას ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ უყურებთ,

ვილტორის გოლის ევრო 2000-ის ფინალში? ძალიან გაუმართლა. იულიანოსა და ტრეზეგეს საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ბურთს ძლივს შევეხე, რომელიც ვილტორს მიუვიდა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ნესტას ფეხებსა და ტოლდოს მკლავს შორის გაძვრა. ზოგჯერ ბურთი კარში უბრალოდ უნდა შევიდეს, არაფერია ამისთვის გასაკეთებელი.

ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი ფინალი ვითამაშეთ და ამას შეჩვეული ვართ, კარგად ვიცით, რომ ფინალში მოგებაც შეიძლება და წაგებაც. 2006 წელს გამარჯვება ნებისმიერ ფასად გვინდოდა, როგორც წესი ფინალში მხოლოდ ბრაზილიასთან ვმარცხდებით. საფრანგეთი ნაკრები კარგი გუნდია, მაგრამ ბრაზილია არაა“, - თქვა კანავარომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111905