ფეხბურთი

22:03 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ტიაგოს დამატებასთან ახლოსაა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ შესაძლოა კარიერა "ლივერპულში" გააგრძელოს. როგორც Daily Express-ი იუწყება, ესპანელმა "რეკორდმაისტერთა" მიერ შემოთავაზებული ახალი კონტრაქტი იუარა და კლუბის დატოვებას აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონ სთავაზობს "ლივერპული" გერმანულ მხარეს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 48 მილიონი ევროა.

ტიაგო "ბაიერნში" 2013 წელს "ბარსელონადან" გადავიდა. მას შემდეგ ალკანტარამ 230 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუნხენურ კლუბში გადასვლის შემდეგ ესპანელი ბუნდესლიგის გამარჯვებული ზედიზედ შვიდჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1174