ფეხბურთი

15:17 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლეროი სანე "ბაიერნის" ფეხბურთელია

ახლა უკვე ოფიციალურად ლეროი სანე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია. გერმანულმა გიგანტმა ტრანსფერი დაადასტურა.

სანემ „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ 50 მილიონ ევროზე ნაკლები მიიღო, მაგრამ თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია. გერმანელი "ბაიერნში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლეროი სანემ კარიერა „შალკეში“ დაიწყო, საიდანაც 2016 წელს „სიტიში“ გადავიდა და ინგლისურ კლუბში ჩატარებულ 135 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

0.113338