თამაშგარე

12:12 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

დუდუ საკუთარმა ცოლმა გალახა

ქალზე ძალადობა რომ ძალიან ცუდი და უნამუსო საქციელია - ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. თუმცა, ცხადია მამაკაცზე ძალადობაც არაა კარგი და საამო საქცელი და ამას როგორც ჩანს ჯერ არ უწყის ბრაზილიელი ფეხბურთელის, დუდუს ცოლი, რომელმაც საკუთარი ქმარი ფეხქვეშ ნაბადივით გაიფინა.

მთელი მსოფლიოს ბულვარული მედია თვალებდაჭყეტილი უცქერდა ვიდეოთვალით გადაღებულ კადრებს, სადაც ასახულია ერთ დროს უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელ დუდუსა და მისი ცოლის შეხლა-შემოხლა, რომელიც საბოლოო ჯამში კაცის მიბეგვა-მიჩექმვით დასრულდა და ამის ნახვა თანდართულ ვიდეოში თქვენც შეგიძლიათ.

უცნაურია ისიც, რომ ამ ამბის შემდეგ დუდუს ცოლმა, მალუ ოჰანამ აქეთ შეიტანა საჩივარი - ქმარი ჩემზე ძალადობსო და ყველას იწმუნებს, რომ თუნდაც წარმოდგენილ კადრებში ასახულ ჩხუბში სწორედ მისი გვემაა ასახული. არადა, რა ვუყოთ საკუთარ თვალებს, რომლებიც ხედავენ, რომ ნაცემი თუკი ვინმე გამოდგა, - ეს სწორედ ბეჩავი დუდუა.

https://www.youtube.com/watch?v=NsjJ2hU2KNY

0.117606