ისტორია

9:49 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

3 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947. დაიბადა რობი რენსენბრინკი. ჰოლანდიის ნაკრების, “ბრიუგეს”, “ანდერლეხტის”, კანადის “პორტლენდ ტიმბერზის”, “ტულუზას” ფორვარდი. მსოფლიოს 1974 და 1978 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალისტი. 1978 წლის მუნდიალზე გაიტანა მსოფლიოს პირველობების ფინალური ეტაპის მეათასე გოლი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. “ანდერლეხტის” შემადგენლობაში ორ-ორჯერ მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. ბელგიის ორგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ხუთგზის მფლობელი. 1976 წელს დაასახელეს ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902. როტერდამში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ექსელსიორი”.

1905. მარვინ ჰარტმა, სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯეკ ჰარტი 12 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1927. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, კოშემ ბოროტრა 4:6, 4:6, 6:3, 6:4, 7:5 დაამარცხა და ტურნირის რიგით 47-ე გამარჯვებული გახდა.

1931. მაქს შმელინგმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, იანგ სტრიბლინგი 15 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1954. მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატი ფეხბურთში (შვეიცარია). მატჩი მესამე ადგილისათვის. ავსტრია-ურუგვაი 3:1, გოლები სტოიასპალმა, კრუსმა (ავტოგოლი), ოცვირკმა (ავსტრია) და ჰოლბერგმა (ურუგვაი) გაიტანეს. ციურიხის “ჰარდრუმის” სტადიონზე თამაშს 35 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1960. შედგა საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების პირველი გათამაშების პირველი ფინალური მატჩი. მონტევიდეოში ადგილობრივმა “პენიაროლმა” და მადრიდის “რეალმა” 0:0 ითამაშეს.

1971. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჯონ ნიუკომბმა სმიტი 6:3, 5:7, 2:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 85-ე გამარჯვებული გახდა.

1974. მეათე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში (გფრ). მეორე ფინალური A ჯგუფი: ჰოლანდია-ბრაზილია 2:0; არგენტინა-გფრ 1:1; მეორე ფინალური B ჯგუფი: შვედეთი-იუგოსლავია 2:1; გფრ-პოლონეთი 1:0.

1990. იტალიის მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი: არგენტინა-იტალია 1:1, პენალტებით არგენტინამ მოიგო, გოლები კანიჯამ (არგენტინა) და სკილაჩიმ (იტალია) გაიტანეს.

1992. ფიფამ საკუთარ რიგებში რუსეთის ფედერაციის საფეხბურთო კავშირი მიიღო.

1994. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში პიტ სამპრასმა გორან ივანიშევიჩი 7:6, 7:6, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით 108-ე გამარჯვებული გახდა.

1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მერვედფინალი: შვედეთი-საუდის არაბეთი 3:0; რუმინეთი-არგენტინა 3:2.

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). მეოთხედფინალი: იტალია-საფრანგეთი 0:0, პენალტებით ფრანგებმა 4:3 მოიგეს; ბრაზილია-დანია 3:2.

2000. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად რუდი ფიოლერი დაინიშნა.

2004. მარია შარაპოვამ უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში სერენა უილიამსი 6:1, 6:4 დაამარცხა.

2005. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ამერიკელი ენდი როდიკი 6:2, 7:6, 6:4 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

2005. ფორმულა-1-ის მანი კურის (საფრანგეთი) გრან-პრი ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მოიგო.

2005. ჰოლანდიაში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი არგენტინამ მოიგო, ხოლო ლეო მესი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

2006. მადრიდის “რეალის” ახალი პრეზიდენტი 55 წლის რომან კალდერონი გახდა.

2006. იაპონიის ნაკრების ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ჰიდეტოში ნაკატამ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

2006. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “დეტროიტ რედ უინგზში” გატარებული 22 სეზონის შემდეგ ლეგენდარულმა ჰოკეისტმა სტივ აიზერმანმა აქტიური სპორტული კარიერის შეწყვეტის თაობაზე გააკეთა განცხადება.

2011. უიმბლდონის მამაკაც ერთეულთა თანრიგის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6–4, 6–1, 1–6, 6–3 ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა. ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო უიმბლდონი, 2011 წელს კი მეორე სადიდსლემო ტურნირზე იმარჯვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1861. პიტერ ჯექსონი. მძიმეწონოსანი მოკრივე. შეყვანილია მოკრივეთა “დიდების დარბაზში”.

1898. მიხაილო ანდრეევიჩი. იუგოსლავიელი ფეხბურთელი, ექიმი, პროფესორი, საფეხბურთო ფუნქციონერი. 1937-41 წლებში იყო იუგოსლავიის საფეხბურთო კავშირის თავჯდომარე. 50 წლის განმავლობაში (1938-88) ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო.

1917. ჟოაო სალდანია (ჟოაო ალვეშ ჟობიმ სალდანია). ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჟურნალისტი, მწვრთნელი. იყო “ბოტაფოგოს” თავდამსხმელი. 1957 წელს წვრთნიდა “ბოტაფოგოს”. გუნდს რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონობა მოაპოვებინა. შემდეგ მუშაობა დაიწყო საფეხბურთო ჟურნალისტად. 1969-70 წლებში კი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა. გუნდი მექსიკის მსოფლიოს პირველობაზე გაიყვანა, თუმცა მუნდიალის დაწყებამდე რამდენომე თვით ადრე ნაკრების თავკაჩის პოსტზე სალდანის მარიო ზაგალომ შეცვალა. ჟოაო სალდანია რომში 1990 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა. იგი იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატზე კომენტატორად მუშაობდა. არგენტინა-იტალიის ნახევარფინალის დასრულების შემდეგ ცუდად გახდა, ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მიყვანიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

1928. ფრიდრიხ სეიკა. 1940-60-იანი წლების ავსტრიელი ფორვარდი. ქვეყნის ჩემპიონატებში გატანილი აქვს 425 გოლი, რაც ავსტრიის პირველობების ისტორიაში მეხუთე შედეგია. 1952 წელს გახდა ავსტრიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის თასი.

1929. ალექსანდრე (ალიოშა) კოტრიკაძე. თამაშობდა თბილისის “სპარტაკსა” და “დინამოში”. “დინამოელთა” რიგებში ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 116 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. მოპოვებული აქვს საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა (1953) და ბრინჯაოს (1959) მედლები. 1964 წელს ალიოშა კოტრიკაძე წვრთნიდა “დინამოს” დუბლშემადგენლობას და რეზერვისტთა შორის გუნდმა საკავშირო პირველობის ოქროს მედლები მოიპოვა. 1966 და 1973 წლების სეზონებში იგი თბილისელთა მთავარი მწვრთნელი იყო. წვრთნიდა ჩვენი ქვეყნის რამდენიმე გუნდს. 1964 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. ალექსანდრე კოტრიკაძე გარდაიცვალა 1999 წელს.

1938. შაკ სვარტი. 1956-73 წლებში ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდი. კლუბის რეკორდსმენი ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (463). ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი. ჰოლანდიის რვაგზის ჩემპიონი. ჰოლანდიის თასის ხუთგზის მფლობელი. 1960-71 წლებში გამოდიოდა ჰოლანდიის ნაკრებში, რომლის რიგებშიც ჩაატარა 31 მატჩი და გაიტანა 10 გოლი.

1939. ანჯელო სორმანი. ბრაზილიელი ფორვარდი, რომელმაც მოგვიანებით იტალიის მოქალაქეობა მიიღო. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 7 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “მილანში”. მოგებული აქვს ჩემოინთა, თასების და საკონტინენტთაშორისო თასები. ითალიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი.

1944. იური ისტომინი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს მცველი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1970 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1945. იან მაკდონალდ-სმიტი. აფროსნობაში მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1947. რობი რენსენბრინკი. ჰოლანდიის ნაკრების, “ბრიუგეს”, “ანდერლეხტის”, კანადის “პორტლენდ ტიმბერზის”, “ტულუზას” ფორვარდი. მსოფლიოს 1974 და 1978 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალისტი. 1978 წლის მუნდიალზე გაიტანა მსოფლიოს პირველობების ფინალური ეტაპის მეათასე გოლი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. “ანდერლეხტის” შემადგენლობაში ორ-ორჯერ მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. ბელგიის ორგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ხუთგზის მფლობელი. 1976 წელს დაასახელეს ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1949. ვიქტორ კოლოტოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების და კიევის “დინამოს” კაპიტანი. ევროპის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი (1972). ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი (1972). თასების თასისა და ევროპის სუპერთასის მფლობელი (1975). საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი.

1955. ირინა მოისეევა. ანდრეი მინენკოვთან ერთად ციგურებით ფიგურალ სრიალში ორჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1959. სტოიან დელჩევი. ბულგარელი ტანმოვარჯიშე. მოსკოვის 1980 წლის ოლომპიური თამაშების ჩემპიონი.

1970. ტატიანა ლოგუნოვა. რუსი მოფარიკავე. დაშნით მოფარიკავეთა შორის სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1987. სებასტიან ფეტელი. ფორმულა1-ის გერმანელი მრბოლი. გამოდის “რედ ბულის” გუნდში. ფეტელმა ყველაზე ახალგაზრდა ასაკში იასპარეზა ფორმულა1-ის გრან პრიზე და ასევე ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში მოახერხა გრან პრის ეტაპის მოგება.

0.114859