კალათბურთი

10:35 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვმა ევროპული გრანდი ჩაიბარა

ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი სერბი მწვრთნელი, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პროფესიული კარიერა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს დაიწყო და აღნიშნულ პოსტზე 2015 წლამდე იმუშავა, ევროპის ერთ-ერთი გრანდი ჩაიბარა. იგორ კოკოშკოვმა სტამბოლის “ფენერბაჰჩესთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ევროლიგისა და ჩვენი კონტინენტის ერთ-ერთ წამყვან გუნდს უთავკაცებს.

კოკოშკოვს აქამდე ევროპული კლუბი არ გაუწვრთნია, თუ არ ჩავთვლით მშობლიურ სერბეთში, სამწვრთნელო კარიერის გარიჟღაჟზე ყოფნისას “ბელგრადის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობას. სამაგიეროდ, კოკოშკოვი გახლავთ ეროვნული ნაკრების დონეზე ევროპის ჩემპიონი – 2017 წელს სლოვენია მისი თავკაცობით კონტინენტის საუკეთესო გუნდი გახდა. ყველამ კარგად იცის კოკოშკოვის დამსახურება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში – როცა 2008 წლიდან მოყოლებული მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ეროვნული გუნდი გამუდმებით პროგრესს განიცდიდა.

იგორ კოკოშკოვს ნბა-ში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. ის გახლავთ ნბა-ს პირველი არაამერიკელი ასისტენტი და მწვრთნელი მწვრთნელი, ასევე პირველი არაამერიკელი ასისტენტი, რომელსაც ნბა-ს ოლ სტარში მიუღია მონაწილეობა. 2018-2019 წლებში კოკოშკოვი “ფინიქს სანს” თავკაცობდა, ასისტენტის რანგში კი, 2000 წლიდან მოყოლებული “კლიპერსში”, დეტროიტში”, “ფინიქსში”, “კლივლენდში”, “ორლანდოში” და “იუტაში” უმუშავია. იგორ კოკოშკოვი გახლავთ პირველი არაამერიკელი ასისტენტი მწვრთნელი, რომელიც ნბა-ს ჩემპიონი გახდა. ეს მან 2004 წელს, “დეტროიტთან” და ლერი ბრაუნთან ერთად მოახერხა.

2015 წელს კოკოშკოვი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბერძენმა ილიას ზუროსმა შეცვალა. კოკოშკოვი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მოქმედი მწვრთნელია და გასულ თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მისი გაწვრთნილი სერბეთი ბელგრადში 94:90 დაამარცხა.

“ფენერბაჰჩეს” ლეგენდარული მწვრთნელი, ჟელკო ობრადოვიჩი, რომელიც თურქულ გრანდს 2013 წლიდან წვრთნიდა, პირადი ინიციატივით დასვენება გადაწყვიტა და მომავალ სეზონში არც ერთ კლუბში არ იმუშავებს.

GBF.GE

0.11546