სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:59 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

აღმოსავლეთ ევროპა და ბუნდესლიგა - კობიაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ფრანგულმა გამოცემა footballski.fr-მ გერმანიის ბუნდესლიგის აღმოსავლეთ ევროპელ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ლევან კობიაშვილი შეიყვანა. უცნაური ისაა, რომ ქართველს ცენტრალური მცველის პოზიცია მიანიჭეს.

„ის ძმები არველაძეების, გიორგი ქინქლაძის, თემურ ქეცბაიას თაობიდან მოდის. ლევან კობიაშვილი 20 წლისაც არ იყო, როდესაც გერმანიაში ჩავიდა, „ფრაიბურგში“. მანამდე „დინამოსთან“ ერთად უკვე საქართველოს სამგზის ჩემპიონი იყო. უნივერსალი ფეხბურთელი, რომელიც დაცვაშიც თამაშობდა და ნახევარდაცვაშიც. „ფრაიბურგში“ ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და 2000-იან წლებში ამ კლუბში ალექსანდრე იაშვილთან და ლევან ცქიტიშვილთან ერთად თამაშობდა.

„ფრაიბურგში“ გატარებული 5 წლის შემდეგ „შალკეს“ შეუერთდა, რომელთან ერთად ფერმანიის თასის ფინალში, ასევე ევროთასებზე, მათ შორის უეფას თასის ნახევარფინალში ითამაშა. კარიერა „ჰერტაში“ 2014 წელს დაასრულა. ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. 2015 წლიდან კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია“, - წერს გამოცემა.

სიმბოლური ნაკრები კი ასეთია:

მეკარე: გაბორ კირალი (უნგრეთი)

მცველები: ჰასან სალიჰამიჯიჩი (ბოსნია), რობერტ კოვაჩი (ხორვატია), ლევან კობიაშვილი (საქართველო), დავიდ ალაბა (ავსტრია)

ნახევარმცველები: კუბა ბლაშჩიკოვსკი (პოლონეთი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია), პალ დარდაი (უნგრეთი), ზვეზდან მისიმოვიჩი (ბოსნია)

თავდამსხმელები: კრასიმირ ბალაკოვი (ბულგარეთი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

მწვრთნელი: ერნსტ ჰაპელი (ავსტრია)

აქვე გეტყვით, რომ ამავე გამოცემამ ცოტა ხნის წინ იტალიის სერია A-ს აღმოსავლეთ ევროპელ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა და იქ კახა კალაძე მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110328
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X