ფეხბურთი

1:28 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის მორიგი გოლი, ამჯერად "ზალცბურგის" კარში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მშვენიერ ფორმაშია და ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

ვენის „რაპიდის“ შემდეგ ოთარმა კიდევ ერთი ძლიერი გუნდის, „ზალცბურგის“ დამწუხრება შეძლო. „კიტე“ კი კარგ ფორმაშია, მაგრამ იგივეს გრაცის „შტურმზე“ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომელიც ისევ დამარცხდა და ამჯერად - 2:5.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 79-ე წუთზე კი მეტოქის კარი აიღო და იმ დროისთვის ანგარიში 1:3 გახადა. ქართველმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30-ე თამაშში მე-6 გოლი გაიტანა (გარდა ამისა, 5 საგოლე პასიც აქვს ანგარიშზე).

„შტურმი“ საჩემპიონო ზონაში 19 ქულით მეექვსე ადგილზეა. ისიც ვთქვათ, რომ „ზალცბურგი“ ავსტრიის ჩემპიონი გახდა ზედიზედ მეშვიდედ და ისტორიაში მე-14-ედ.

0.10164