კალათბურთი

18:38 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ცსკა-სთან 3-წლიან კონტრაქტს აფორმებს - კლუბები შეთანხმდნენ

მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია და უახლოეს ხანში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება. ამის შესახებ Eurohoops-ი წერს.

ტრანსფერის ყველაზე მძიმე ნაწილი ცსკა-სა და „ბასკონიას“ შორის მოლაპარაკება იყო, მაგრამ ორივე კლუბმა მიაღწია შეთანხმებას და ქართველის მოსკოვურ გუნდში გადაბარგებას პრაქტიკულად წინ აღარაფერი უდგას. მხოლოდ მცირე და საბოლოო დეტალები დარჩა შესათანახმებელი.

თორნიკე ცსკა-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ინფორმაციას ადასტურებს Sportlando-ს ჟურნალისტი ემილიანო გარსიაც, რომლის განცხადებით, ქართველი ექვსი წლის შემდეგ „ბასკონიას“ ტოვებს და მოსკოვში მიემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და გუშინ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117706