ფეხბურთი

11:37 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი - 700

ლიონელ მესიმ საფეხბურთო კარიერაში მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა - 700 გოლი პროფესიონალურ კარიერაში. იგულისხმება „ბარსელონას“ მთავარი გუნდისა და არგენტინის ნაკრებში გატანილი გოლები.

ლიონელმა ისტორიულ ნიშნულს „ატლეტიკოს“ დამწუხრების შემდეგ მიაღწია, როდესაც იან ობლაკს პენალტი დიდებულად, „პანენკას“ სტილში გაუტანა.

ისიც ვთქვათ, რომ თუ „ბარსელონა“ B-სა და „ბარსელონა“ C-ში გატანილ გოლებსაც მივიღებთ სათვალავში (ოფიციალურ მატჩებში), მესის შედეგი უფრო შთამბეჭდავია - 711 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111294