ფეხბურთი

23:36 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიმო ვერნერი: "ჩელსი" ევროპაში ტოპ გუნდია, ამიტომ ვამჯობინე "ლივერპულს" და "ინტერს"

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეულმა ტიმო ვერნერმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ინგლისურ კლუბზე არჩევანი შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გუნდი ეპატიჟებოდა.

„ინტერი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“? დიახ, შემეძლო ამ გუნდებში წასვლა, მაგრამ „ჩელსის“ წინადადება ჩემი კარიერისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი, თორემ ჩინეთშიც წასვლა შემეძლო. „ჩელსი“ ევროპის ტოპ გუნდია, დიდი ხარისხის გუნდი და მინდა მწვერვალზე ავიდეთ“, - თქვა ვერნერმა.

შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერის „ჩელსიში“ ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ დადასტურდა. მანამდე გერმანელი „ლაიფციგსა“ და „შტუტგარტში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116653