ფეხბურთი

21:10 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე საგამოცდო მოდული დაიწყო

30 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით UEFA-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული დაიწყო.

მოდულის პირველ დღეს კურსანტები თეორიულ გამოცდას ჩააბარებენ. მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი, პრაქტიკულს.

UEFA-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 21 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო ხარისხის ლიცენზიას მიიღებს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112127