სხვა

15:00 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება  

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 2019-20 წლის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა. ქვეყნის ჩემპიონი და პრიზიორები არ გამოვლენილა.

საქართველოს ექვსივე ჩემპიონატი (ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა, ჭაბუკთა და გოგონათა 2-2 ასაკობრივი ჩემპიონატი) მარტის დასაწყისში შეწყდა პანდემიის გამო. საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება დახურულ სივრცეებში სპორტული აქტივობების განახლების შესახებ. სახელბურთო სეზონი არ განახლებულა ევროპის არცერთ ქვეყანაში - სეზონი ყველგან შეწყვეტილად გამოცხადდა და ქვეყნების დიდ უმეტესობაში გამარჯვებულები არ გამოვლენილა.

მომდევნო, 2020-21 წლების სეზონი, განრიგის მიხედვით, სექტემბერში უნდა დაიწყოს, თუ ქვეყანაში ვარჯიშისა და თამაშებისთვის შესაფერისი სიტუაცია იქნება.

0.12945