ფეხბურთი

13:55 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

არტური: „მადლობა „იუვენტუსს“ ასეთი ინტერესისთვის“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურმა, „იუვენტუსში“ გადასვლაზე გამოთქვა თავისი აზრი.

მხარეებმა უკვე განაცხდეს შეთანხმების შესახებ. ოფოციალურად კი არტური „ბებერი ქალბატონის“ წევრი მიმდინარე სეზონის დამთავრებისთანავე გახდება.

„მადლობა „იუვენტუსს“ ასეთი ინტერესისთვის. ვიცი, რომ ჩინებულ კლუბში გადავდივარ. წინ ახალი თავგადასავლები გველის.

ახლა დღევანდელობაზე ვარ კონცენტრირებული. არის მნიშვნელოვანი მიზნები, რომლებსაც „ბარსელონასთან“ ერთად უნდა მივაღწიო.

მადლობა მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით!“ - ციტირებს 23 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.607993