ფეხბურთი

12:52 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ლივერპულს“ არ შეუძლია მილიონების ხარჯვა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ზაფხულს კლუბში ხმაურიან შენაძენებს არ უნდა ელოდონ.

„ჩვენ ვერ დავხარჯავთ მილიონებს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მიღებულია. არასოდეს გვინდოდა დიდი ფულის დახარჯვა.

„ლივერპულს“ ძლიერი შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერება სურს და აქ ჩნდება პრობლემა. როგორ გავაძლიეროთ უკვე ძლიერი გუნდი? ფულით, ეს გასაგებია, მაგრამ მარტო ფული არ არის მნიშვნელოვანი. კრეატიულად უნდა მოვიქცეთ. ვცდილობთ, საკითხი შიგნითვე გადავწვიტოთ. სამი-ოთხი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ დიდი ნაბიჯების გადადგმა მთავარი გუნდისკენ“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111465