ფეხბურთი

12:20 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე მონაკოში?

ფრანგული „მონაკო“ დაინტერესებული ყოფილა გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, მარიო გიოტცეს დამატებით, რომელიც 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება და დორტმუნდის „ბორუსიას“ დატოვებს - გვამცნობს Bild.

თუმცა, ფრანგული მედიის მტკიცებით, მონაკოელები ჯერ რამდენიმე ფეხბურთელს უნდა დაემშვიდობონ და შემდეგ გადაწყვეტენ, გაუფორმონ თუ არა 28 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი.

გიოტცე „დორტმუნდის“ აღზრდილია. ნახევარმცველი კლუბში 2008-13 წლებში თამაშობდა, საიდანაც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2016-ის ზაფხულში ის დორტმუნდში დაბრუნდა. ტრანსფერის თანხამ 22 მილიონი ევრო შეადგინა.

გიოტცე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

0.166319