ფეხბურთი

21:59 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კურზავამ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ ლაივინ კურზავას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ფრანგი ფეხბურთელი პარიზელთა ღირსებას 2024 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

კურზავა გასულ ზამთარს ახლოს იყო პსჟ-ს დატოვებასთან და „იუვენტუსში“ გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა კი, „პარკ დე პრენსზე“ კიდევ ოთხი სეზონი დარჩება.

კურზავა პსჟ-ს 2015 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა და 123 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.

0.114689