ფეხბურთი

17:42 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი მწვრთნელებს არ უსმენს - დაძაბულობა "ბარსელონაში"

კატალონიის „ბარსელონაში“ როგორც ჩანს დაძაბულობაა. ლიონელ მესიმ კიკე სეტიენის ასისტენტ ედგარ სარაბიას არც კი მოუსმინა.

ესპანური მედია „სელტასთან“ მატჩიდან კადრებს აქვეყნებს, რომელშიც სარაბია მესის დარიგებებს აძლევს, მაგრამ ლეო არც კი უსმენს და გზას განაგრძობს.

ამავე დროს ლუის სუარესი ცდილობს მესი მწვრთნელთან დიალოგზე დაიყოლიოს, მაგრამ უშედეგოდ.

ეს ფაქტი ადასტურებს, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები ერნესტო ვალვერდეს შემდეგ კიკე სეტიენის მუშაობითაც არ არიან ბედნიერნი. შეგახსენებთ, დღესვე გავრცელებული ცნობით, „ბარსა“ სეტიენს სავარაუდოდ სეზონის ბოლოს დაითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113126