ფეხბურთი

16:19 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" სეტიენს სეზონის ბოლოს დაითხოვს

კატალონიის „ბარსელონაში“ კიკე სეტიენის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და ეზონის ბოლოს მასთან დამშვიდობებას გეგმავენ. ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობას გუნდის თამაშის ხარისხი არ მოსწონს.

გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ სეტიენმა ფეხბურთელებთან დადებითი ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლო და შიდა სამზარეულოში დაძაბულობაა.

აქედან გამომიდნარე, სეტიენის კონტრაქტი, რომელიც 2022 წლამდეა ძალაში, მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს გაწყდება. ამ ეტაპზე დასახელდა ორი გვარი: „ბარსელონა B“-ს მწვრთნელი გარსია პიმიენტა და ამას გარდა ჩავი, რომელმაც ზამთარში უკვე იუარა მშობლიურ გუნდში დაბრუნება. თუმცა, ლეგენდარული ესპანელი არ მალავს, რომ მისი ოცნება „ბარსას“ მწვრთნელობაა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მადრიდის "რეალს" 2 ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109515