ფეხბურთი

13:07 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

0 მატჩი და 2 წითელი ბარათი - "ინტერის" უთამაშებელი ფეხბურთელი სეზონში მეორედ გააძევეს

მილანის „ინტერს“ მიმდინარე სეზონში მსაჯთან პროტესტის გამო მესამედ გაუძევეს ფეხბურთელი სათადარიგო სკამიდან. კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ სამივე შემთხვევაში მეკარე.

„პარმასთან“ შეხვედრაში „ნერაძურის“ 37 წლის კიპერი ტომაზო ბერნი გააძევა მსაჯმა, სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში მეორედ. მანამდე, ვეტერანმა მეკარემ წითელი ბარათი რამდენიმე თვის წინ, „კალიარისთან“ მატჩისას მიიღო.

კორონავირუსის პანდემიის პაუზამდე ბოლო შეხვედრაში კი („იუვენტუსთან“), მილანელების კიდევ ერთი მეკარე გააძევეს სათადარიგო სკამიდან - დანიელე პადელი.

რაც შეეხება ტომაზო ბერნის, „ინტერში“ 2014 წლიდან ირიცხება და სერია A-ში ერთხელაც კი არ დაუცავს შავ-ლურჯების კარი. საინტერესო ისტორიაა - 6 წელიწადში არცერთი მატჩი და მიმდინარე სეზონში ორი წითელი ბარათი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121644