ფეხბურთი

23:27 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა გოლი ვენის "რაპიდს" გაუტანა (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის XXX ტურში გრაცის „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. ჩვენებურმა ვენის „რაპიდის“ დამწუხრება მოახერხა.

გრაცელებმა პირველი ტაიმი დიდებულად ჩაატარეს და ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. 34-ე წუთზე ჰერლანდერმა გახსნა ანგარიში, ხოლო 45-ე წუთზე კირილ დესპოდოვის ჩაწოდების შემდეგ კიტეიშვილმა თავით სხვაობა ორამდე გაზარდა.

თუმცა, ნაანტრაქტევს ყველაფერი შემოტრიალდა, „რაპიდმა“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და 3:2 იმარჯვა.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29-ე მატჩში (ბუნდესლიგაში) მე-5 გოლი გაიტანა. „შტურმს“ კი 30 ტურის თავზე 19 ქულა აქვს და საჩემპიონო ზონაში ბოლო, მეექვსე ადგილზეა.

0.140332