სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:07 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ - ერთი ნაბიჯი უკან
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“ბარსელონამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა აუტსაიდერ „სელტასთან.“ ორჯერ იგებდა, მაგრამ მასპინძლებს ორივეჯერ მისცა გათანამბრების საშუალება. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კატალონიელთა დაცვის კვალიფიკაცია საგრძნობლად ჩამორჩება თავდასხმისას.

სტუმრები თავიდანვე ფლობდნენ ტერიტორიულ უპრატესობას, თუმცა რეალურ მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა, თუ პიკეს თავურს არ ჩავთვლით, რომელიც ხარიხას მოხვდა. მასპინძლები თავს ოსტატურად იცავდნენ და არც სწრაფ კონტრშეტევებს ერიდებოდნენ. მათ ხომ თავისი გასაჭირი ჰქონდათ, ლიგიდან გასავარდნ ზონაში არიან და ყოველი წაფორხილება კატასტროფის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს.

პირველი გოლი მესი-სუარესის აქტიურობას მოჰყვა. მათ შესანიშნავად გაითამაშეს საჯარომო, რომელიც ურუგვაელის გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმში სიუჟეტი დიდად არ შეცვლილა. თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს. თავი „კრასნოდარში“ თორნიკე ოქრიაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, ფიოდორ სმოლოვმა გამოიჩინა.

მალევე ისევ მესი-სუარესის დუეტმა გაიბრწყინა და ურუგვაელმა დუბლი მიითვალა. თითქოს სტუმართათვის ყველაფერი კარგად მთავრდებოდა, მაგრამ სელტას ჰყავდა გამოცდილი კაპიტანი - იაგო ასპასი, რომელმაც 88-ე წუთზე ჯარიმიდან დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

ახლა „ბარსელონა“ ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ერთი ქილით უსწრებს „რეალს,“ რომელიც კვირას „ესპანიოლს“ სტუმრობს.

ესპანეთი

პრიმერა

32 ტური. 27 ივნისი

სელტა - ბარსელონა 2:2

ვიგო. „ბალაიდოსი.“

0:1 ლუის სუარესი (20), 1:1 სმოლოვი (50), 1:2 ლუის სუარესი (67), 2:2 ასპასი (88)

სელტა: ბლანკო, არაუხო (მურილიო 73), საენსი, აიდუ, გონსალესი (მინა 81), დენის სუარესი, იოკუშლუ (რაფინია 60), მენდესი (ბრადარიჩი 60), ვასკესი, სმოლოვი (ნოლიტო 60), ასპასი

მწვრთნელი: ოსკარ გარსია

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა (ფირპო 81), უმტიტი, პიკე, სემედუ, პუჩი (არტური 86), რაკიტიჩი, ვიდალი, ფატი (ბრეითვეიტი 69), მესი, ლუის სუარესი (გრიზმანი 81)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: მენდესი (34), არაუხო (61), ასპასი (89); ალბა (12), უმტიტი (53), ბრეითვეიტი (82), პიკე (90+6)

ატლეტიკო - ალავესი 2:1

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

1:0 საული (59), 2:0 დიეგო კოშტა (71, პენ), 2:1 ხოსელუ (90+3)

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი, კორეა (დიეგო კოშტა 57), კოკე, ტომასი, საული, ფელიში (კარასკო 65), მორატა (ლიორენტე 57)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ალავესი: პაჩეკო, აგირეგაბირია, ტაჩი, ელი, მარინი (რიოხა 78), მაჰმუდი, ფეისა, პონსი (პაულინიუ 78), მენდესი (დუარტე 62), ბერკი, ალეიშ ვიდალი (ხოსელუ 62)

მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: ტომასი (40), სავიჩი (75), კოკე (90+2); პონსი (45), მარინი (58)

ბილბაო - მალიორკა 3:1

1:0 გარსია (16, პენ), 2:0 სანსეტი (24), 2:1 ბუდიმირი (70, პენ), 3:1 ვილიალიბრე (90)

ოსასუნა - ლეგანესი 2:1

1:0 გალიეგო (9), 1:1 ავილესი (50), 2:1 გალიეგო (90+6)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108728
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X