ფეხბურთი

20:45 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არიენ რობენმა კარიერა განაახლა - ნიდერლანდელი ერედივიზიონის კლუბში

ლეგენდარულმა არიენ რობენმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კარიერა განაახლა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მშობლიურ „გრონინგენთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

ხელშეკრულება ერთწლიანია და შესაბამისად, რობენი „გრონინგენში“ 2020-2021 წლების სეზონში ითამაშებს.

„ახლა ჩემი ოცნებაა ისევ „გრონინგენის“ მაისურით თამაში. ვისაუბრე კლუბთან და გულშემატკივრებთან, მათ დაბრუნება გულით მთხოვეს“, - აღნიშნა 36 წლის ფეხბურთელმა.

არიენ რობენი „გრონინგენის“ აკადემიაში 1996-2000 წლებში ირიცხებოდა, ხოლო 2000-2002 წლებში მთავარ გუნდში ჩატარებულ 52 მატჩში 12 გოლი გაიტანა. შემდეგ კი პსვ ეინდჰოვენში, „ჩელსიში“, „რეალსა“ და „ბაიერნში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113853