ფეხბურთი

16:24 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს ქცევა მიუღებელია" - "ლივერპული" საკუთარ ფანებს დაუპირისპირდა

„ლივერპულის“ გაჩემპიონების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რაც კორონავირუსის პანდემიის ჟამს მიზანშეწონილი არაა.

ამასთან დაკავშირებით „ლივერპულმა“, პოლიციასთან და საქალაქო საბჭოსთნ ერთად ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და ფანების საქციელი დაგმო.

„რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და მათ მოახდინეს სოციალური დისტანციის უგულებელყოფა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკი. ჩვენი ქალაქი ჯერ კიდევ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისში და ეს ქცევა სრულიად მიუღებელია. ჯერ კიდევ არსებობს კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროება და უნდა ვიმუშაოთ ერთად. როდესაც ყველაფერი უსაფრთხოდ იქნება, შევძლებთ ზეიმის ერთობლივად ორგანიზებას, მანამდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოება კვლავ უპირველესი პრიორიტეტია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი 30-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა და გულშემატკივრების ქცევაც ლოგიკურია.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113519