ისტორია

9:47 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

27 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1977. დაიბადა რაული (რაულ გონსალეს ბლანკო). მადრიდის “რეალის” და გელზენკირხენის “შალკეს” ფორვარდი. ესპანურ პრიმერა დივიზიონში “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 550 მატჩი, რომლებშიც 228 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული (1998, 2000, 2002). ექვსჯერ აქვს მოგებული ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (1995, 1997, 2001, 2003, 2007, 2008), სამჯერ ქვეყნის სუპერთასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი. ესპანეთის ნაკრების მაისურით მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 102 მატჩი და “ფურია როხას” რეკორდსმენია გატანილ გოლთა რაოდენობით (44). ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარა სარეკორდო რაოდენობის 126 მატჩი და ასევე გაიტანა სარეკორდო რაოდენობის 66 გოლი. რაული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში მოახერხა გოლების გატანა. მთლიანობაში ჩატარებული აქვს 741 ოფიციალური შეხვედრა, რომლებშიც 332 გოლი გაიტანა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1886. ინგლისური საფეხბურთო კლუბის, ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარ მწვრთნელად, ჯ. ბ. რამსეი დაინიშნა, რომელსაც, ყოველთვიური ხელფასის სახით, იმ დროისთვის სარეკორდო თანხა 100 გირვანქა დაენიშნა.

1935. დანო ო’მაჰონიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ჯიმ ლონდოსი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქ ბოსტონში ჩატარდა.

1954. შვეიცარიის მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი. გფრ-იუგოსლავია 2:0; უგრეთი-ბრაზილია 4:2.

1964. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, შჩეცინის (პოლონეთი) “არკონია” 5:0 დაამარცხა. გოლები ზაურ კალოევმა (2), სლავა მეტრეველმა, ვლადიმერ ბარქაიამ და ალექსანდრე აფშევმა გაიტანეს. თამაში პოლონეთში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ჭელიძე, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, იამანიძე, მეტრეველი, ბარქაია (აფშევი), კალოევი, დათუნაშვილი.

1969. ცენტრალური ამერიკის ორმა სახელმწიფომ, ჰონდურასმა და სალვადორმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მომხდარი სკანდალის შემდეგ, ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს. ეს ინციდენტი ამ ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებების დასაწყისის მიზეზი გახდა. კონფლიქტს შემდგომში “საფეხბურთო ომი” ეწოდა.

1979. ლეგენდარული მძიმეწონოსანი, მუჰამედ ალი პროფესიონალური კრივიდან მსოფლიოს ჩემპიონის რანგში წავიდა.

1984. საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: საფრანგეთი-ესპანეთი 2:0. გოლები პლატინიმ და ბელიონმა გაიტანეს. პარიზის “პარკ დე ფრანსზე” გამართულ თამაშს 47 368 მაყურებელი დაესწრო. საფრანგეთი: ბატსი, ბატისტონი (ამორო), ლე რუ, ბოსი, დომერგი, ჟირესი, ტიგანა, ფერნანდესი, პლატინი, ლიაკომბი (ჟენგინი), ბელიონი. ესპანეთი: არკონადა, ურკიაგა, სალვა (რობერტო), გალიეგო, სინიორი, ალბერტო (სარაბია), ვიქტორი, კამაჩო, ფრანსისკო, სანტილიანა, კარასკო.

1991. დაარსდა საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, რომელიც 1992 წლის 7 ივნისიდან ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის და ევროპის ფარიკაობის ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია. 1991 წლიდან, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელიაა.

1994. მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ჯგუფური ეტაპი: ესპანეთი-ბოლივია 3:1.

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). მერვედფინალი: იტალია-ნორვეგია 1:0; ბრაზილია-ჩილე.

2000. არგენტინული წარმოშობის საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, დევიდ ტრეზეგემ ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტი გააფორმა.

2004. პორტუგალიის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი: ჩეხეთი-დანია 3:0.

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). მერვედფინალი: ბრაზილია-განა 3:0; საფრანგეთი-ესპანეთი 3:1.

2006. გერმანიაში გამართული მუნდიალის მერვედფინალურ მატჩში, რომელშიც ბრაზილიელები განის ნაკრებს ხვდებოდნენ, რონალდომ მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი სამ მსოფლიო პირველობაზე: 1998, 2002 და 2006 წლებში). ამ მაჩვენებლით ბრაზილიელმა ფორვარდმა უკან ჩამოიტოვა გერმანელი გერდ მიულერი, რომელსაც 14 გოლი აქვს გატანილი.

2008. “ოქროს დიდი პრიზის” გათამაშებაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე ადგილები დაიკავეს ლაშა გოგიტიძემ (55 კგ), მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ), დავით ქარჩავამ (84 კგ) და გურამ ფერსელაძემ (120 კგ). ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს რევაზ ლაშხმა (60 კგ), მუხრან მაჭუტაძემ (66 კგ) და შმაგი გულიაშვილმა (74 კგ).

2009. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე კონფედერაციათა თასის ფინალში ბრაზილიამ აშშ-ს 3:2 მოუგო. ბრაზილიელებმა კონფედერაციათა თასი მესამედ მოიგეს. მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთმა დამატებით დროში სამხრეთ აფრიკას 3:2 სძლია.

2010. სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გერმანიამ ინგლისს 4:1 მოუგო, არგენტინამ კი მექსიკა 3:1 დაამარცხა. გერმანია და არგენტინა ზედიზედ მეორე მუნდიალზე შეხვდნენ ერთმანეთს მეოთხედფინალში.

2012. უკრაინა-პოლონეთის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა პორტუგალიას მატჩისშემდგომი პენალტების სერიით 4:2 მოუგო. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1918. ადოლფ კიპერი. ამერიკელი მოცურავე. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1936 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1930. ტომი კონო. ლეგენდარული ამერიკელი ძალოსანი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1952, 1956, 1960).

1931. ანატოლი ილინი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფორვარდი. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1954 წელს გახდა საკავშირო პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

1937. ჰალიმზიან ჰუსაინოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი. საკავშირო ნაკრებში ჩატარებული აქვს 33 მატჩი. მსოფლიოსა (1966) და ევროპის (1964) პირველობების პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და საკავშირო თასის სამგზის მფლობელი.

1937. გივი ჩოხელი. თბილისის “დინამოსა” და სსრ კავშირის ნაკრების მცველი. იყო ორივე გუნდის კაპიტანი. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი. ჩილეს 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი. საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. იყო თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1969-70, 1974). გივი ჩოხელი 1994 წელს გარდაიცვალა.

1950. ბენჯამინ პეტერსონი. მძიმე წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1952. ანგელე რუპშენე. ლატვიელი კალათბურთელი ქალი. საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის პირველობა.

1964. ჯონი ჰერბერტი. “ფორმულა-1”-ის ინგლისელი პილოტი. იცავდა “იაგუარის” ღირსებას.

1965. პაბლო ბენგოეჩეა. 1986-1997 წლებში ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველი. სამხრეთ ამერიკის ორგზის ჩემპიონი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ურუგვაის ექვსგზის ჩემპიონი.

1969. ვიქტორ პეტრენკო. ციგურებით ფიგურულ სრიალში 1992 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებული.

1977. რაული (რაულ გონსალეს ბლანკო). მადრიდის “რეალის” და გელზენკირხენის “შალკეს” ფორვარდი. ესპანურ პრიმერა დივიზიონში “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 550 მატჩი, რომლებშიც 228 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული (1998, 2000, 2002). ექვსჯერ აქვს მოგებული ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (1995, 1997, 2001, 2003, 2007, 2008), სამჯერ ქვეყნის სუპერთასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი. ესპანეთის ნაკრების მაისურით მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 102 მატჩი და “ფურია როხას” რეკორდსმენია გატანილ გოლთა რაოდენობით (44). ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარა სარეკორდო რაოდენობის 126 მატჩი და ასევე გაიტანა სარეკორდო რაოდენობის 66 გოლი. რაული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში მოახერხა გოლების გატანა. მთლიანობაში ჩატარებული აქვს 741 ოფიციალური შეხვედრა, რომლებშიც 332 გოლი გაიტანა.

1978. მალიკ ალენი. “მაიამი ჰითის” მძიმე ფორვარდი (208 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (2006).

1980. დავით კვირკველია. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს,” ვლადიკავკაზის “ალანიას,” ზაპოროჟიეს “მეტალურგის”, ყაზანის “რუბინის”, მახაჭყალის “ანჟის”, “პანიონიოსის”, “ანორთოსისის”, გორის “დილას” ფეხბურთელი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2004 წელს მოიპოვა დსთ-ის ჩემპიონთა თასი. მოპოვებული აქვს რუსეთის ჩემპიონობა. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 53 მატჩი.

0.154497