ფეხბურთი

21:05 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გუტი "ალმერიადან" დაითხოვეს

მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის გუტის სამწვრთნელო კარიერა წარუმატებლად დაიწყო. როგორც Mundo Deportivo იუწყება, 43 წლის ახალგაზრდა მწვრთნელი "ალმერიადან" შვიდი თვის შემდეგ დაითხოვეს.

კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშია. სეზონის განახლების შემდეგ, ლა ლიგა 2-ის გუნდმა ოთხი თამაში ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო და ორი წააგო. "ალმერია" ამჟამად მეორეადგილოსან "სარაგოსას" ხუთი ქულით ჩამორჩება. ესპანური გამოცემის ცნობით, აღნიშნული შედეგი კლუბის ხელმძღვანელობისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა და გუტის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გუტის სამწვრთნელო კარიერა "რეალის" აკადემიაში დაიწყო, სადაც ასაკობრივი გუნდების თავკაცი იყო, ხოლო გასულ სეზონში "ბეშიქთაშის" მწვრთნელს ასისტენტობას უწევდა. ესპანელმა "ალმერია" გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ გუტის შეგირდებმა 22 მატჩიდან ცხრა მოიგეს და ხუთი ფრედ დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119982