ფეხბურთი

20:15 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"უფულობა ამაზრზენია" - რობერტსონის შეცვლილი ცხოვრება

რვა წლის წინ, 2012 წლის აგვისტოში უცნობი შოტლანდიელი ბიჭი ენდრიუ რობერტსონი ცხოვრებაზე გაბრაზებულ იყო და სამსახურს ეძებდა.

„ამ ასაკში ფულის გარეშე ცხოვრება ამაზრზენია. სამსახური მჭირდება“, - დაპოსტა 2012 წლის 19 აგვისტოს სქოთმა ტვიტერში.

მას შემდეგ ცხოვრებამ ენდრიუს დიდი სიურპრიზი მოუმზადა. პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი „დანდი იუნაიტედში“ ტრანსფერი გახლდათ 2013 წელს. შოტლანდიის პრემიერშიფში, არ იყო ინგლისის პრემიერლიგა, მაგრამ ყოველთვის უკეთესი, ვიდრე ჭაობი, რომელშიც რობერტსონი იმყოფებოდა.

შემდეგ იყო ინგლისურ „ჰალ სიტიში“ გადასვლა და ბოლოს, 2017 წელს, ყველაზე დიდი შანსი - „ენფილდზე“, იურგენ კლოპის „ლივერპულში“.

დღეს რობერტსონი ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის გამარჯვებულია. შოტლანდიის ნაკრებში 34-ჯერ ითამაშა, რამდენჯერმე კაპიტანიც იყო. ენდრიუ რობერტსონის ცხოვრება 8 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა და ამაზრზენი კი არა, მშვენიერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114892