ფეხბურთი

18:33 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

აჩრაფ ჰაკიმი სერია A-ში ითამაშებს

მაროკოს ნაკრების მცველი აჩრაფ ჰაკიმი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. Sky Sport-ის ცნობით, შეთანხმება შედგა და 21 წლის ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ იტალიაში გადაბარგდება.

ჰაკიმის სანაცვლოდ მადრიდის „რეალი“ 40 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია.

ბოლო ორი სეზონი მაროკოელმა იჯარით „დორტმუნდში“ გაატარა (72 მატჩი, 12 გოლი), თუმცა, მას შემდეგ, რაც გერმანელებმა ტომას მუნიე შეიძინეს, ჰაკიმის გამოსყიდვის ვარიანტი გამოირიცხა.

„რეალს“ რაც შეეხება, ჰაკიმიმ 2017-2018 წლების სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით 17 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110771