თამაშგარე

14:02 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელიზაბეტ რეიესის წარსულში იქექებიან

ესპანელი მოდელი და “მის ესპანეთი“ ელიზაბეტ რეიესი ნაკლებად ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, სერხიო სანჩესის მოსიყვარულე ცოლია და უკვე 33 წლის მოყრილ მოდელს დიასახლისის როლი და ამპლუა ისე კოხტად აქვს შეთვისებულ-მორგებული, რომ კაცი იფიქრებს - ბავშვობიდან ამაზე ოცნებობდაო.

ერთი შეხედვით ამ ქალის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული და გარკვეულია, მაგრამ ბულვარულ მედიას ვინ დამალვია იგი რომ დაემალოს?ელიზაბეტს “ყვითელი მოკალმეები“ ხშირად სტუმრობენ და არა მის ამჟამინდელ უშფოთველ ცხოვრებაზე, არამედ წარსულ დროზე და განვლილ წლებზე ესაუბრებიან.

საქმე იმაშია რომ, ეს ელიზაბეტ რეიესი წარსულში რამდენიმე წლის მანძილზე უცნობილესი ესპანელი მობურთელის, სერხიო რამოსის გულისსწორი იყო და 2008 წელს ქალმა რამოსი ღალატის გამო ერთხელ და სამუდამოდ მიატოვა. აბა ახლა თავად განსაჯეთ, რამდენად ენდომება რეისსს ამ თემაზე საუბარი და ძველი ამბების მუდმივად გახსენება...

0.121679