ფეხბურთი

23:37 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის "შტურმიდან" მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს

გრაცის „შტურმმა“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნესტორ ელ მაესტრო დაითხოვა. მასთან ერთად გუნდი მისმა სამწვრთნელო შტაბმაც დატოვა.

ოფიციალურ მიზეზად დასახელდა, რომ კლუბმა ვერ მიაღწია სასურველ განვითარებას. 37 წლის სერბმა გრაცული გუნდი 2019 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით 13 მატჩი მოიგო, 5-ჯერ ფრეს დასჯერდა, ხოლო 14-ჯერ დამარცხდა.

ელ მაესტროს სეზონის ბოომდე ტომას ჰიოსელისა და დავიდ ტაუშმანის დუეტი შეცვლით. „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში 19 ქულით ბოლო მე-6 ადგილზეა და ევროპა ლიგის ზონას 4 ქულითაა დაშორებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113255