ფეხბურთი

20:17 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გიოტებორგი" ხარაიშვილის გაყიდვაზე თანახმაა

შვედური „გიოტებორგი“ კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსურ კრიზისში ჩავარდა და პრობლემის მოსაგვარებლად ლიდერების გაყიდვას აპირებს.

GT-ის ინფორმაციით, კლუბი მზადაა ალჰასან იუსუფსა და გიორგი ხარაიშვილს შეელიოს. 19 წლის იუსუფს „გიოტებორგი“ 4 მილიონ ევროდ აფასებს და ფეხბურთელს „კოპენჰაგენი“, „გრასჰოპერი“, „შეფილდ იუნაიტედი“ და „აიაქსი“ აკივრდებიან. ხარაიშვილით დაინტერესებული კლუბების შესახებ გამოცემა არაფერს წერს.

გიორგის შვედურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. „გიოტებორგში“ ქართველმა შემტევმა 2018 წლიდან 64 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა.

0.11249