ფეხბურთი

17:28 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მასთან აღარ ვითამაშებ" - ნდომბელე მოურინიოს დაუპირისპირდა

ლონდონის „ტოტენჰემს“ დიდი ალბათობით ტანგი ნდომბელე დატოვებს. ფრანგ ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი აქვს და ამიტომაც, ლონდონში აღარ დაედგომება.

ESPN-ის ინფორმაციით, ნდომბელემ პირდაპირ განაცხადა, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშს არ აპირებს. ბოლო ორ კვირაში მწვრთნელსა და შეგირდს შორის კონფლიქტი მომხდარა.

შედეგად, „ტოტენჰემა“ რესტარტის შემდეგ ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ფრანგი ორჯერვე თადარიგში დარჩა, რაც ცხადყოფს, რომ ყველაფერი რიგზე არაა.

შეგახსენებთ, რომ ნდომბელე „ტოტენჰემის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მის სანაცვლოდ „მამლებმა“ „ლიონს“ 72 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128909