ფეხბურთი

15:55 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში 1939 წელს დამყარებული რეკორდი დაემხო

„მალიორკას“ ფეხბურთელი ლუკა რომერო ისტორიაში ჩაეწერა. საქმე ისაა, რომ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ლა ლიგის ისტორიაში დებიუტი ჰქონდა.

„რეალთან“ მატჩის 83-ე წუთზე ლუკა მოედანზე გამოჩნდა და იმ მომენტში მხოლოდ 15 წლისა და 219 დღის გახლდათ.

ამრიგად, ლა ლიგის ყველაზე პატარა დებიუტანტი გახდა და დაამხო რა, 1939-1940 წლების სეზონში ვიგოს „სელტას“ ფეხბურთელის, ფრანსისკო როდრიგეს სანსონის რეკორდი, რომლის დებიუტი 15 წლისა და 255 დღის ასაკში შედგა.

რაც შეეხება ლუკა რომეროს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სხვათა შორის, სამმაგი მოქალაქეობა აქვს - მექსიკის, ესპანეთის და არგენტინის. ასე, რომ რომელ ნაკრებს აირჩევს, მასზეა დამოკიდებული...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113029