ფეხბურთი

15:20 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

0 შეხება საჯარიმოში - "ლივერპულის" დომინანტობა "კრისტალ პალასთან"

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში „ლივერპულმა“ „კრისტალ პალასი“ 4:0 გაანადგურა და ჩემპიონობისკენ მორიგი, ვინძლო საბოლოო ნაბიჯიც კი გადადგა.

ცხადია, იურგენ კლოპის ბიჭების უპირატესობა არავითარ ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ სტატისტიკის ვებგვერდი Opta საინტერესო ცნობას ავრცელებს - „კრისტალ პალასი“ 90 წუთის განმავლობაში „ლივერპულის“ საჯარიმოში ბურთს ერთხელაც არ შეხებია...

როგორია, თამაში ისე დაასრულო, რომ შენი მეტოქე საჯარიმოში ბურთს საერთოდ ვერ შეეხოს? მართლაც დომინანტური შედეგია.

აქვე დავძინოთ, რომ დღეს „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსი“ თუ ვერ დაამარცხებს, „ლივერპულის“ 30-წლიან ლოდინს ბოლო მოეღება და ინგლისის ჩემპიონი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116103