ფეხბურთი

10:24 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სკუდეტოსკენ გზა გაგვირთულდა - ინძაგი იმედგაცრუებულია

რომის „ლაციომ“ 21-მატჩიანი წაუგებელი სერია ბერგამოში „ატალანტასთან“ (2:3) შეწყვიტა. რომაელები მე-11 წუთისთვის ორბურთიან უპირატესობა ფლობდნენ, მაინც უქულოდ დარჩნენ.

„არწივების“ თავკაცი სიმონე ინძაგი ნამატჩევს იმედგაცრუებული იყო და განაცხადა, რომ სკუდეტოსკენ გზა გაირთულეს.

„თამაში კარგად დავიწყეთ და შეგვეძლო პირველი ტაიმი 3:0 მოგვეგო, შესანიშნავი მომენტი გვქონდა მესამე გოლის გასატანად. სამწუხაროა, რომ დაგვიქამბექეს. პირველი და მესამე გოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

შესანიშნავი მეტოქე გვყავდა, რომელსაც უკვე ნათამაშები ჰქონდა პაუზის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ და სინანული არსებობს. სკუდეტოსკენ გზა გაგვირთულდა, მაგრამ ახლა ენერგია „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის უნდა აღვიდგინოთ“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, „ლაციო“ „იუვენტუსს“ 4 ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111655