ფეხბურთი

23:15 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგორ იმარჯვებს ზიდანი "რეალში" - 203 მატჩიდან 179-ჯერ განსხვავებული შემადგენლობა

მადრიდის „რეალის“ ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ცხადია ზინედინ ზიდანია, რომელმაც „სამეფო კლუბის“ ისტორიას 10 ტიტული უკვე შემატა.

რა არის ზიდანის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო? ალბათ გრძელი სათადარიგო სკამი, რაც მას როტაციის უმტკივნეულოდ გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

ფაქტია, „ზიზუმ“ დღემდე „რეალს“ 203 შეხვედრაში უხელმძღვანელა და 179-ჯერ მოედანზე მადრიდული გრანდი სხვადასხვა შემადგენლობით გაიყვანა. ცხადია, ეს ძალზე დიდი ციფრია და იმაზეც მიუთითებს, რომ ფრანგს აქვს ფეხბურთელების ხშირი შეცვლის ფუფუნება.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ ზიდანს და „რეალს“ ორი ტიტულის მოგების შანსი მიმდინარე სეზონშიც აქვთ - ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115178