ფეხბურთი

20:48 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის ყველა მატჩი „საბურთალოს“ აკადემიის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყება.

გარდა ამისა, ფეხბურთელები სპეციალური შავი სამკლავურებით ითამაშებენ, ხოლო „საბურთალოსა“ და „დინამოს“ ფეხბურთელები მოედანზე შავი მაისურებით გავლენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი რამდენიმე დღის წინ წყალში გარდაცვლილი იპოვეს.

0.115424