ფეხბურთი

17:33 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალკანატარა "ბაიერნს" სეზონის ბოლოს დატოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა სეზონის ბოლოს გერმანულ გიგანტს დატოვებს. ამის შესახებ Bild-ი იტყობინება.

ესპანელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, რომლის განახლებაზე უარი თქვა და წყაროს ცნობით, გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ესპანელი ფეხბურთელი კარიერას, თუმცა მსურველები რომ არ მოაკლდება, ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარა „ბაიერნში“ 2013 წლიდან თამაშობს და 230 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. მანამდე კი მშობლიური „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116804