ფეხბურთი

0:57 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟერემი მენეზი სერია B-ში ითამაშებს

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ჟერემი მენეზი იტალიაში დაბრუნდა და კარიერას სერია B-ში ახლახან აღზევებულ „რეჯინაში“ გააგრძელებს.

რეჯიო კალაბრიული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, მენეზმა უკვე გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი.

ფრანგი ბოლოს მექსიკურ „ამერიკაში“ თამაშობდა, იტალიაში კი 2008-2011 წლებში „რომას“ (112 მატჩი, 12 გოლი), 2014-2016 წლებში კი „მილანის“ (46 მატჩი, 20 გოლი) იცავდა. სხვადასხვა პერიოდში ასევე უთამაშია „სოშოში“, „მონაკოში“, პსჟ-ში, „ბორდოსა“ და „ანტალიასფორში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111057