ჩოგბურთი

16:40 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

ATP-ის პირველ ნომერ ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი აქვს. სერბმა ჩოგბურთელმა ტესტირება ჩაიტარა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. დაინფიცირებულია ჯოკოვიჩის მეუღლეც.

ნოვაკმა ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, ხორვატ ბორნა ჩილიჩსა და სერბ ვიქტორ ტროიცკის დაუდასტურდათ.

ოთხივე ჩოგბურთელმა მონაწილეობა მიიღო Adria Tour-ში, რომელიც ჯოკოვიჩის ორგანიზებით გაიმართა.

0.120099