კალათბურთი

17:12 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ორგზის ჩემპიონი ტიტებში ითამაშებს

ტიტების მორიგი ახალწვეული სუპერლიგის ერთ-ერთი გამოცდილი და გამორჩეული მოთამაშე კაკი ლომოურია.

კაკის ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს, სუპერლიგაში თავის მე-12 სეზონს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველთვის საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდებში თამაშობდა.

ლომოური გასულ სეზონში რუსთავში გახლდათ, სხვადასხვა დროს ქუთაისის , შსს-ს, სტუ-ს და აკადემიის მაისური მოურგია.

კაკიმ სუპერლიგის სუპერფინალში 5-ჯერ ითამაშა, საიდანაც ორჯერ ოქროს მედალს დაეუფლა. საერთოდაც დუდუ დადიანის გარდა, საქართველოში არსებული ყველა ტიტული აქვს მოგებული.

ლომოურს ჯამში 11 ტიტული აქვს მოპოვებული. მის კარიერას და ტიტულებს დეტალურად ქვემოთ გაეცნობით.

კაკი ლომოური
დაიბადა: 17.01.1991
სიმაღლე: 201 სმ
პოზიცია: 3/4

კარიერა:

2009-2010 სამედიცინო/აკადემია
2010-2011 სტუ
2011-2015 შსს
2015-2016 აკადემია
2016-2019 ქუთაისი
2019-2020 რუსთავი

ტიტულები:

საქართველოს ჩემპიონი 2013 2015
საქართველოს თასი 2013 2017 2018
სუპერთასი 2015 2018(შემოდგომა)
ქორქია - საკანდელიძე 2015 2017 2018 2020

0.113284