ფეხბურთი

23:03 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს: "მზად ვართ შევიძინოთ"

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს. „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა რონალდომ ბრიტანულ მედიას განუცხადა, რომ მზადაა ჩილელი იყიდოს.

„თუ „ინტერი“ მის გამოსყიდვას არ გადაწყვეტს, მზად ვართ ჩვენ შევიძინოთ“, - აღნიშნა ბრაზილიელმა.

ალექსის სანჩესი „მანჩესტერის“ საკუთრებაშია და „ინტერში“ იჯარით თამაშობს. ესპანეთში კი 2011-2014 წლებში კატალონიის „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა.

0.161354