სხვა

14:38 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა არაგვში იპოვეს

თბილისის "საბურთალოს" აკადემიის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა წყალში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

„ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის – თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს“.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები“,- ნათქვამია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

worldsport.ge-ის რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

0.116856