ფეხბურთი

0:10 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" სეზონი უგოლოდ განაახლა, "ჩელსიმ" მეოთხე ადგილი გაიმყარა

ინგლისის პრემიერლიგის რესტარტს „ლივერპული“ როგორც ჩანს, იდეალურ კონდიციაში ვერ შეხვდა. ყოველშემთხვევაში თამამდ შეიძლება იმის თქმა, რომ იურგენ კლოპის გუნდმა სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა, ხარისხობრივად.

„გუდისონ პარკზე“ მერსისაიდულ დერბიში „ევერტონი“ უფრო ახლოს იყო მოგებასთან, ვიდრე ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს მყოფი „ლივერპული“. თუმცა, მთლიანობაში ნულოვანი ფრე სრულიად სამართლიანი და ლოგიკური გახლდათ. კარლო ანჩელოტის გუნდმა საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე ჯერ ალისონმა და მერე ძელმა იხსნეს სტუმრები. სხვათა შორის, "გუდისონ პარკზე" მერსისაიდული დერბი ზედიზედ მესამედ დაბრუნდა უგოლო ფრით. „წითლებმა“ 83 ქულას მოუყარეს თავი და ორშაბათს „მანჩესტერ სიტი“ თუ მოიგებს 20 ქულამდე შეამცირებს სხვაობას...

ლონდონის „ჩელსიმ“ ოთხეულში ადგილი გაიმყარა, მიუხედავად იმისა, რომ ფრენკ ლამპარდის გუნდს „ასტონ ვილასთან“ მძიმე ბრძოლა გადახდა თავს. ტაიმი „ვილა პარკელებმა“ მოიგეს, მაგრამ ნაანტრაქტევს კრისტიან პულიშიჩმა და ოლივიე ჟირუმ „არისტოკრატებს“ მოაგებინეს. „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე 5 ქულით გაუსწრო და მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტია.

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ კი „შეფილდ იუნაიტედი“ 3:0 ადვილად დაამარცხა და გასავარდნ ზონას იმდენად დაშორდა, რომ ალბათ შეუძლია სეზონის ბოლომდე მშვიდად იყოს. 30-ე ტური ორშაბათს, „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარნლის“ დაპირისპირებით დასრულდება.

„ნიუკასლი“ – „შეფილდ იუნაიტედი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 სენტ-მაქსიმინი (55), 2:0 რიჩი (69), 3:0 ჟოელინტონი (78)

„ასტონ ვილა“ – „ჩელსი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ჰაუსი (43), 1:1 პულიშიჩი (60), 1:2 ჟირუ (62)

„ევერტონი“ – „ლივერპული“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162384