ფეხბურთი

23:33 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "გამარჯვება გუნდის დამსახურებაა და არა ჩემი, ჩვენ ერთად ვმუშაობთ"

ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ „სლასკთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ლოგიკურია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა თვითონ მიიჩნევს, რომ გამარჯვება გუნდის დამსახურებაა.

„მატჩის საუკეთესო მოთამაშე მთლიანად გუნდია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ გამარჯვებისთვის, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანს ვუახლოვდებით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო მატჩია „იაგელონიასთან“ და მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულნი.

მატჩებს შორის მცირე პაუზებია და რთულია ხარვეზების გამოსწორება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაოთ. ვიმედოვნებთ, ბევრი ტრავმები არ იქნება და ყველა მალე დაგვიბრუნდება. მე თამაშის წინ ყოველთვის ნორმალურად ვემზადები, ერთგვარი რუტინაა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ხელი შევუწყვე სამი ქულის მოპოვებაში“, - თქვა გვილიამ მატჩის შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ ვაკომ მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო, აქედან 7 ექსტრაკლასაზე მოდის. „ლეგია“ კი პირველ ადგილზეა და 10-ქულიანი უპირატესობა აქვს.

0.113253