ფეხბურთი

18:22 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა, "უფამ" ნიკა გიორგობიანის გოლით მოიგო (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ჯიმი ტაბიძის „უფამ“ „ტამბოვს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (2:1).

ქართველმა მცველმა ვადიმ ევსეევის გუნდში ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა. „უფამ“ მატჩი ნიკა გიორგობიანის გოლით მოიგო. რუსეთის მოქალაქე 22 წლის ქართული ფესვების მქონე ნახევარმცველი მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა და 5 წუთში თავური დარტყმით მატჩის გმირი გახდა.

სხვათა შორის, 2019 წლის ნოემბერში გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, თუ რუსეთში ლეგიონერად არ ჩავითვლებიო. ცნობისთვის, „ტამბოვში“ 90 წუთი მეკარე გიორგი შელიამ ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი გურამ თეთრაშილი 36-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. ორივე მოთამაშე გიორგობიანის დარად რუსეთის მოქალაქეა.

„უფა“ 23 ტურში მოპოვებული 30 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 7 ქულითაა დაშორებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114117